ძუძუს კიბო გაახალგაზრდავდა

09 ნოემბერი 2021, 20:07 1091 ნახვა

ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა ქალებში. XX საუკუნის მეორე ნახევარში მკვეთრად გაიზარდა  ძუძუს კიბოს ავადობის სიხშირე.  

დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდების გაუმჯობესების მიუხედავად, დაავადება ლეტალური გამოსავლის  მიზეზებს შორის საერთო ასაკობრივ ჯგუფში მეორე ადგილი უჭირავს.

ევროპაში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის დაახლოებით 20% მოდის  ძუძუს კიბოზე. უკვე არსებობს HER2 - დადებითი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა სამკურნალო ახალი რიგის პრეპარატები.

სარძევე ჯირკვლის სიმსივნური დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება: მემკვიდრეობა, ემოციური ფონი, ნერვული სტრესი, გადაღლილობა, არასწორი ცხოვრების რიტმი, არასწორი კვების რეჟიმი და ა.შ

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში