კელი დეგნანმა ბათუმში კორპუსის ჩამოგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09 ნოემბერი 2021, 14:00 939 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, ამერიკელი ხალხის სახელით, ბათუმში ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა.

''8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას'' - წერია ამერიკის საელჩოს გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში