1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება

08 ნოემბერი 2021, 20:08 882 ნახვა

საქართველოში 1 დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტის პრინციპის ამოქმედება იგეგმება. ეს "საშვი" ექნება სრულად ვაქცინირებულს ან კორონავირუს გადატანილს. მათ შორის მათ, ვინც ვირუსი გასულ წელს გადაიტანა.

გარდა ამისა, "მწვანე" სტატუსით ისარგებლებს ადამიანი პისიარ ტესტის ჩატარებიდან 72 საათის და "სწრაფი ტესტის" ჩატარებიდან 24 საათის განმავლობაში.

კიდევ ერთი სიახლე პენსიონერებისთვის დანამატია, რომელსაც აცრის შემთხვევაში მიიღებენ. 

უახლოეს დღეებში საქართველოში 16 წელს გადაცილებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება აიცრას კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერი" დოზით.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი