საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი

08 ნოემბერი 2021, 10:53 868 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2 191 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 74 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა  4 348.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 477 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 204 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 273 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.2%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა - 89, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 146, შიდა ქართლი - 81, გურია - 58, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140, კახეთი - 162, მცხეთა-მთიანეთი - 64, სამცხე-ჯავახეთი - 52, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 51 382. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში