უფლებადამცველები ჩინელი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ

05 ნოემბერი 2021, 18:10 827 ნახვა

ჩინელი ჟურნალისტი  ჯანგ ჯანი,  რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კორონავირუსის  გავრცელების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სიკვდილის პირასაა. 38 წლის ჟურნალისტი ქალაქ უჰანში  2020 წლის თებერვალში ჩავიდა და ეპიდემიის გავრცელების შესახებ მომზადებულ სტატიაში  ჩინეთის ხელისუფლების მიერ პანდემიის აღსაკვეთად გადადგმული ნაბიჯები გააკრიტიკა. 

ამის გამო ჟურნალისტი გასული წლის მაისში დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რამდენიმე თვის წინ მან  ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა. უფლებადამცველები ჩინეთის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი