ხმაური იყო აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და აქტივისტებმა რკინის გალია მიიტანეს.
აქციის მონაწილეებს პოლიცია გალიის დადგმის საშუალებას არ აძლევდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
"თავისუფლება მიშას" - ამ მოთხოვნით, ცოტა ხნის წინ, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
მოგვიანებით გალია სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიტანეს.