გერმანიაში კოვიდ-19-ის შემთხვევები რეკორდულად იზრდება

05 ნოემბერი 2021, 14:05 1052 ნახვა

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსის რეკორდული 37 ათას 120 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც  პანდემიის დაწყებიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. 

ბოლო დღე-ღამეში  კოვიდ-19-მა 154 ადამიანი იმსხვერპლა.

გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ამჟამად გერმანიაში სრულად აცრილია მოსახლეობის 66,9 პროცენტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში