მერკელს ევროპის ერთიანობისთვის მადლობა გადაუხადეს

04 ნოემბერი 2021, 18:10 907 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა  ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა.

ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიას 16 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობას ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში