უამინდობას გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეუქმნია აჭარის მაღალმთიანეთში. ბათუმი ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ავტოტრანსპორტს შეუფერხებლად შეუძლია. რაც შეეხება გოდერძის უღელტეხილს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის დირექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხულო - გოდერძის მიმართულებით გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა ნებადართული. ზურაბ სიხარულიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა. მისივე რეკომენდაციით მსუბუქი ავტომობილის მძღოლებმა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იქონიონ.