გაძვირებული საწვავი და პროდუქტი

03 ნოემბერი 2021, 17:27 1605 ნახვა

საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. ოქტომბერში ფასები საშუალოდ 12.8%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 1. 3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 12.8 პროცენტია.

რა გაძვირდა ოქტომბერში: ბოსტნეულის ფასი გაიზარდა 9 პროცენტით, პურის და პურპროდუქტების 5.5-ით,   თევზეულის 4.2-ით,  ყველი და კვერცხი კი 3.6 პროცენტით.  

არასაკვები პროდუქტიდან ბენზინი 43%-ითაა გაძვირებული, დიზელი 35%-ით. გაძვირდა წამლებიც. 

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 17%-ით, გულ-სისხლძარღვთა კი 16%-ით.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მყიდველი საგრძნობლად შემცირებულია. მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ მათთვის პროდუქტის ღირებულება შეუსაბამოდ მაღალია.

ეკონომისტების პროგნოზი ისევ არასაიმედოა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი