2024 წლის მესამე კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი შემცირდა - საქსტატი

24 ოქტომბერი 2024, 10:41 220 ნახვა

საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი  RPPI  2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 46.7 პროცენტით არის გაზრდილი. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის კვლევის, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების- ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. 

"2024 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების კლება დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში -  -1.1 პროცენტი, ისე კერძო სახლების სეგმენტში -  -0.2 პროცენტი.

2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 7.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 9.7 პროცენტით", - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი