მოქმედი რეგულაციით ბუსტერ დოზის გაკეთება შეუძლია 50 წელს ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს რაიმე ქრონიკული დაავადება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ მომატებული რისკი დაინფიცირების შემთხვევაში.
"ამ ადამიანებს შეუძლიათ სურვილის შემთვევაში დღესვე მიმართონ ამცრელ დაწესებულებას თუ მათი მეორე აცრიდან გასულია 6 თვე.
მათ შეუძლიათ მივიდნენ და ჩაიტარონ აცრა, იმ ვაქცინით, რომლითაც ჩაიტარეს პირველი ორი, ან მესამე დოზად გაიკეთონ "ფაიზერი"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზეც, ხომ არ არის უმჯობესი მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი.
"ამ კვირაში მიმდინარეობს მსჯელობა, ხომ არ არის საჭირო გაფართოვდეს და მოიხსნას ასაკობრივი ზღვარი, რადგან, მაგალითად, მწეველების შემთხვევაში დადგენილია, რომ ბუსტერის ეფექტურობა მაღალია და რთული იქნება ასაკობრივად გავმიჯნოთ მწეველი არამწეველისგან, ამდენად, რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ, რომ პირს თუ აქვს თანხმლები დაავადება, მან უნდა გაიკეთოს ბუსტერ დოზა და ექიმთან შეთანხმების გზით, ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.