პირველი დეკემბრიდან ბიზნესისთვის გაზის ტარიფი 20 თეთრით ძვირდება

02 ნოემბერი 2021, 11:46 3073 ნახვა

მიმდინარე წლის პირველი დეკემბრიდან არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, კომერციული ობიექტებისთვის 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 1.15 ლარი გახდება. 

ახალი გადაწყვეტილებით, ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. 

გაზის ტარიფს ზრდის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და "თელავი გაზი". 

''სოკარ ჯორჯია გაზში'' აცხადებენ, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის. 

„2021 წლის პირველი დეკემბრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 1 მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 (ერთი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარით დღგ-ს ჩათვლით. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული – აღნიშნავენ კომპანიაში.

ტარიფის ცვლილება არ ეხება რეგულირებად აბონენტებს ანუ, ფიზიკურ პირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი