2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9,5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

31 იანვარი 2025, 10:21 110 ნახვა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა.  ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, გასულ წელს საშუალო რეალური ზრდა კი 9.5 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში