ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

29 იანვარი 2025, 13:27 93 ნახვა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს გასული და მიმდინარე წლების ეკონომიკური ვითარება, 2025 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამა.

მხარეებმა ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და სამუშაო მისიას წარმატებები უსურვეს. სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩალაფეიქრიშვილი, ფისკალური რისკების მართვის სამმართველოს უფროსი შოთა გუნია.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში