გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას, ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

30 ოქტომბერი 2021, 20:12 941 ნახვა

გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. ვულოცავ კახა კალაძეს გამარჯვებას თბილისის მერის თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით, "გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინასწარი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა.

"გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში