"მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე" - ამ სლოგანით "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მხარდამჭერებს მოუწოდებენ მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და გააკეთონ არჩევანი პროგრესსა და ძალადობას შორის. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია არჩევნებში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან პარტიას ღირსეული კანდიდატები ჰყავს.