დამატებითი საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლა - ცესკოს რეკომენდაცია

02 ნოემბერი 2021, 11:46 1283 ნახვა

შემთხვევითი შერჩევის პრინციპით საერთო ჯამში ხელახლა პირველსა და მეორე ტურში გადაითვალეს 812 საარჩევნო უბანი. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, უბნების გადათვლას შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან მცირედი ცვლილებები დაფიქსირდა. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს დღეს წარმოადგენს.

ამას გარდა ცესკო  საოლქო საარჩევნო კომისიებს დამატებით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის თაობაზე ახალი რეკომენდაციით მიმართავს, წილისყრის პროცესით კვლავ გადაითვალოს ის უბნები, სადაც ვიდეო მონიტორინგი არ ხორციელდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში