ბათუმის საოლქო კომისია საჩივრების განხილვას დღეს დაასრულებს

03 ნოემბერი 2021, 14:43 1250 ნახვა

საჩივრების განხილვა განაახლა ცოტა ხნის წინ  ბათუმის საოლქო კომისიამ. ამჯერად კომისიის წევრები  იმსჯელებენ 5  საჩივარზე. მათგან 4  სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ერთი კი საარჩევნო სუბიექტს  ეკუთვნის.

ითხოვენ რამდენიმე უბნის შედეგების გადათვლას და გაბათილებას, საუბარია მე-16 უბანზე, სადაც ერთით მეტი ბიულეტენი დაფიქსირდა, ასევე 62-ე უბანზე, რომლის შემაჯამებელ ოქმშიც ციფრი ჩასწორებულია.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ ორივე უბანი გადათვალონ. ოქმის შემთხვევაში ამას კანონი ითვალისწინებს, ზედმეტ ბიულეტენზე კი გადაწყვეტილება კომისიის წევრებმა უნდა მიიღონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრების ნაწილი ოლქმა უკვე განიხილა, თუმცა მათგან მცირე რაოდენობა დააკმაყოფილა და ისიც პროცედურული დარღვევების ნაწილში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში