ფოთში ახალგაზრდა ქალმა ქალი დაჭრა. დაჭრილია ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი. ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.