ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ჟანგბადის გატანა აკრძალა. კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვა დროებითია და იგი 6 თვიანი ვადით განისაზღვრა.
გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა მიიღო. დოკუმენტის თანახმად, ჟანგბადის გატანაზე აკრძალვა ვრცელდება მათ შორის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სახელმწიფოებზეც.
დოკუმენტის მოქმედების არეალში მოხვდა აირისებრი და თხევადი სამედიცინო ჟანგბადი, ასევე აირისებრი და თხევადი ტექნიკური ჟანგბადი. გამონაკლის