მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს პლატფორმა უოლდმეტერსი აქვეყნებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18 მილიონზე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 46 მილიონ 600 ათასი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.