ჩინეთი არასრულწლოვნებს სოციალურ ქსელებში წვდომას უზღუდავს

26 ოქტომბერი 2021, 18:42 1048 ნახვა

ჩინეთი სოციალურ ქსელებში არასრულწლოვნების რეგისტრაციის გამკაცრებას გეგმავს. ქვეყნის ხელისუფლება არასრულწლოვან მომხმარებლებს ინტერნეტში ანგარიშების რეგისტრაციისას  მშობლების პირადი მონაცემების მითითებას, ასევე მათი თანხმობის წარდგენას დააკისრებს. პროექტი საჯარო განხილვაზეა გატანილი. საზოგადოების შენიშნვები 10 ნოემბრამდე მიიღება.  გასულ კვირას  ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა  ოჯახში აღზრდის  ხელშეწყობის შესახებ კანონპროექტს, რომლის თანახმად მშობლებმა აქტიური როლი უნდა ითამაშონ ბავშვებში ონლაინ-დამოკიდებულების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში