ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა კრუზში დრონის ნავმისადგომის ნაწილი ძლიერი შტორმის შედეგად ჩამოინგრა და იგი წყალმა გაიტაცა. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს, მესამემ კი ნაპირზე გაცურვა შეძლო. დრონმა ნავმისადგომის ჩამონგრეული ნაწილი დააფიქსირა , რომელიც ოკეანეში მიცურავს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ იგი გემებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ნავმისადგომის ის ნაწილი, რომელიც ჩამოინგრა, გასულ წელს ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა და რესტავრაცია უტარდებოდა. ნავმისადგომის ამ ნაწილში საზოგადოებრივი ტუალეტები და რესტორანი იყო განთავსებული.