სუდანს უცხოელი დიპლომატები ტოვებენ

25 ოქტომბერი 2021, 18:43 735 ნახვა

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა  ჯეფრი ფელტმანმა სუდანის დედაქალაქი ხარტუმი დატოვა. ქალაქის ქუჩებში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ  გამოსულ  დემონტრანტებს სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია 12 ადამიანი.  სუდანის გარდამავალი სუვერენული საბჭოს თავმჯდომარემ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და  ქვეყნის მინისტრთა საბჭოსა და კაბინეტის დაშლა გამოაცხადა. სუდანის არმიამ დღეს დილით ხარტუმში სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობა დაიკავა, დედაქალაქის ყველა შესასვლელი და ხიდები გადაკეტა. სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკი არმიამ შინაპატიმრობაში გადაიყვანა. პრემიერის სახლი სამხედროებმა ალყაში მოაქციეს. მანამდე პრემიერმა  ხალხს  ქუჩებში   გამოსვლისა და არმიის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობების გაპროტესტებისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში