კანადის წყნარი ოკეანის სანაპიროზე ქიმიკატებით დატვირთულ გემს ცეცხლი გაუჩნდა. მათი ცნობით, გემიდან ტოქსიკური აირი იფრქვევა. ეკიპაჟის 16-ვე წევრი ევაკუირებულია. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
გემი ვანკუვერისკენ მიემართებოდა და სანაპიროდან დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა, როცა ცეცხლი გაუჩნდა.
დამწვარია 10 კონტეინერი. გემი 52 ათას კილოგრამზე მეტი ქიმიური ნივთიერებით არის დატვირთული.