რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-მა კიდევ ათასზე მეტი პაციენტი იმსხვერპლა.
ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 231 ათას 669 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 37 ათას 930-ით გაიზარდა და 8 მილიონ 279 ათას 573-ს მიაღწია.
გარდაცვალებისა და გამოვლენილი ახალი შემთხვევების მიხედვით, ორივე მაჩვენებელი რეკორდული გახდა.