შვილიშვილისთვის მოქსოვილი თოჯინით დაწყებული ბიზნესი. გიამბობთ, ქეთევან ტიკარაძეზე რომელსაც ბიზნესის იდეა კარანტინში ყოფნის დროს მოუვიდა.
პროფესიით საქორწინო კაბების მკერავია, თუმცა პანდემიის გამო შემოსავლის ეს წყარო შეჩერდა. ახლა მულტფილმის გმირების თოჯინებად ქცევა მის ახალ შემოსავლის წყაროდ იქცა. მისმა ნამუშევრებმა მოწონება იმდენად დაიმსახურა, რომ შეკვეთებს უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდანაც იღებს.