''ქალაქი ბეტონის ყუთში“, ინსტალაცია, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმის ბულვარში, კოლონადების გვერდით განათავსეს. ავტორების თქმით პერფორმანსი გამოხატავს დღევანდელი ბათუმის მდგომარეობას. იმას, თუ როგორ იკარგება სივრცეები და როგორ იქცა სამშენებლო ხმაური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი.
პროექტის ავტორები „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ურბანული პოლიტიკის ფარგლებში აღნიშნული ინსტალაცია გააკეთეს. ამ ინსტალაციით აქტივისტები ქალაქში არსებულ ურბანულ პრობლემებს ეხმიანებიან.