მოლდოვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

22 ოქტომბერი 2021, 13:01 553 ნახვა

მოლდოვის მთავრობამ  ქვეყანაში  მწვავე ენერგოკრიზისის  გამო 30 დღით საგანგებო მდგომარეობა  გამოაცხადა. მოლდოვის მიერ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმებული კონტრაქტის ვადა ამოიწურა, ხოლო ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. გარდამავალ ეტაპზე მოლდოვას ბუნებრივი აირის საფასური 4-ჯერ გაუძვირდა. 

პრემიერ-მინისტრ გავრილიცას განცხადებით, მოლდოვის მთავრობა რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ ახალი შეთანხმების დასადებად მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროებიდან შესაძენად კანონით გათვალისწინებული გარკვეული პროცედურების გვერდის ავლის საშუალებას მისცემს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში