უკრაინელი დეპუტატი პოროშენკოს საკონდიტრო კომპანიის წინააღმდეგ

20 ოქტომბერი 2021, 13:03 564 ნახვა

უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ვლადლენ ნეკლიუდოვი ირწმუნება, რომ  ექს-პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს მფლობელობაში არსებული საკონდიტრო კორპორაცია როშენი ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას, ვინაიდან საქმიანობას  აგრძელებს რუსეთში, ხოლო ფაბრიკაში დამზადებული შოკოლადი ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია. 

ნეკლიუდოვის თქმით, პროშენკოს მმართველობის პერიოდში ფაბრიკამ შოკოლადის გამოშვება დაიწყო დიდი რაოდენობით ტრანსცხიმებით, რომლებიც კლავდნენ და კლავენ ადამიანებს. 

უკრაინის რადაში უკვე დაარეგისტრირეს  კანონპროექტი, რომელიც  ითვალისწინებს უკრაინის მოქალაქეობის ავტომატურად გაუქმებას იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც გაერთიანდებიან იმ ფრაქციაში ან ჯგუფში, რომლის წევრიც რუსეთის ტერიტორიაზე 2014-2017 წლებში საკონდიტრო საწარმოს ფლობდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში