აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

19 ოქტომბერი 2021, 11:08 727 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოში ვიზიტს აჯამებს. საქართველოს მთავრობას შეხვედრებისთვის მადლობას უხდის და ამის შესახებ ტვიტერზე წერს.

პენტაგონის ხელმძღვანელის განმარტებით, მან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცე. ის საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვია და სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიებულ ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი - „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შესთავაზა.

ოსტინი სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზასაც ეწვია. ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი