კორონავირუსის გამო, აჭარაში დროებით 5 სკოლა და 5 საბავშო ბაღი დაიხურა

19 ოქტომბერი 2021, 12:04 1793 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარის მასშტაბით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე კიდევ ერთი სკოლა გადავიდა. ამ ეტაპზე ჯამში დროებით დახურულია 1 კერძო და 4 საჯარო სკოლა.

დისტანციური სწავლების ფორმატზეა გადასული სხვადასხვა სკოლის 123 კლასი.

ინფიცირების შემთხვევების გამო რეგიონის მასშტაბით დაიხურა 5 საბავშვო ბაღი და 23 ცალკეული ჯგუფი.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში