ჩინეთი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

18 ოქტომბერი 2021, 18:39 871 ნახვა

ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას ახალი ზებგერითი რაკეტის გამოცდის შესახებ.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის თქმით, განხორციელდა კოსმოსური დანადგარის ტესტირება, რომლის მიზანს იაფი კოსმოსური ტექნოლოგიების გამოცდა წარმოადგენდა. გუშინ მედიაში გავრცელებული  ინფორმაციით,  ჩინეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი ზებგერითი რაკეტა გამოსცადა. ზებგერითმა რაკეტამ დედამიწას შემოუარა, შემდეგ კი სამიზნის გასანადგურებლად დაეშვა, თუმცა სამიზნეს ასცდა. რაკეტის სამიზნედან ცდომილებამ 32 კილომეტრი შეადგინა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში