დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადება

16 ოქტომბერი 2021, 18:35 1009 ნახვა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  დანაშაულის აღიარებას აიძულებენ. მია ზოიძის განცხადებით დეკანოზს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ შეწყალების გზით გათავისუფლებას სთავაზობენ, თუმცა გიორგი მამალაძე, რომელიც უკვე 4 წელია პატიმრობაში იმყოფება, ულტიმატუმზე უარს ამბობს.

ადვოკატის ინფორმაციით ციხეში ყოფნის შედეგად დეკანოზის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა, საპატრიარქოს ხელისუფლებისთვის მისი შეწყალების რეკომენდაციით არ მიუმართავს. ცნობისთვის, 16 ივნისს, სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი