ალიევის განცხადება

15 ოქტომბერი 2021, 14:01 821 ნახვა

ომის დამთავრებიდან და აზერბაიჯანის გამარჯვებიდან ერთი  წელი გავიდა.  პოსტკონფლიქტური პერიოდი მშვიდად მიმდინარეობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. "აზერბაიჯანმა თავისი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია შეასრულა. აზერბაიჯანმა სომხეთთან კონფლიქტი სამხედრო-პოლიტიკური გზით გადაწყვიტა", - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მზადაა, ოღონდ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პირობით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში