13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბაბუას ბრალი წაუყენეს

14 ოქტომბერი 2021, 10:21 5145 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვან შვილიშვილზე სექსუალური ძალადობისთვის ბაბუას ბრალი წაუყენა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით,სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურამ მას ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის  ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი