პური და პურპროდუქტი ისევ გაძვირდა. ასევე გაიზარდა ფასი ბოსტნეულზეც. საქსტატის ახალი მონაცემებით, გაზრდილია ფასი იმ ნედლეულზეც, რაც პურის წარმოებას სჭირდება. ეკონომისტები ფასების ზრდას ინფლაციას უკავშირებენ, რის მიზეზადაც საშინაო ფაქტორებს ასახელებენ. ინფლაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი მოუწია პარლამენტში მისულ საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს.