რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 984 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების შემდეგ . ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 28 ათას 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი მსოფლიოში მე-5 ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და გაერთიანებული სამეფოს შემდეგ.