საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გამოწვევებზე, ტექნიკურ გადაიარაღებაზე, ადამიანური რესურსების ეფექტურ მართვაზე, ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობაზე და თანამშრომელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე ისაუბრეს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან ერთად მაუწყებლის ბორდის, მენეჯმენტის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. ასევე განიხილეს ბოლო პერიოდში მომზადებული მედია მონიტორინგის ანგარიშები. ითქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის ხარისხის კიდევ უფრო ზრდა მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ დასახელებულ საკითხებზე რეკომენდაციებს მოგვიანებით შეიმუშავებენ. შეხვედრაზე შენიშვნები გამოთქვეს მესამე სექტორის წევრებმა, მათი თქმით, მაუწყებელს ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება აქვს, თუმცა სატელევიზიო კოემნატრი არ გააკეთეს.