ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს

11 ოქტომბერი 2021, 18:31 966 ნახვა

ავსტრიის ახალი კანცლერი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი გახდა. მან  ვენის საპრეზიდენტო დარბაზში ფიცი უკვე დადო. სებასტიან კურცი თანამდებობიდან  კორუფციული სკანდალის გამო გადადგა. თავის მხრივ, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შალენბერგს საფრანგეთის ყოფილი ელჩი შეცვლის. ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი 9 ოქტომბერს გადადგა. მას და კიდევ ცხრა ადამიანს ბიუჯეტის ხარჯზე სოცალური გამოკითხვებით მანიპულაციებსა და მედიის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. თავად კურცი ბრალდებას უარყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში