პოლონეთში მრავალათასიანი პროტესტია

11 ოქტომბერი 2021, 18:31 824 ნახვა

ასობით ათასი პოლონელი  ევროკავშირიდან ქვეყნის შესაძლო გამოყოფას აპროტესტებს. დემონსტრაციები ქვეყნის 100-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. დედაქალაქ  ვარშავაში 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. გასულ კვირას, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პოლონეთის კანონმდებლობა ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებზე მაღლა დგას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება  უარყოფს პოლონეთის ტერიტორიაზე საერთო ევროპული პრინციპების დაცვას, თუ ისინი  ქვეყნის კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის.  მრავალი ევროპული ქვეყნის ლიდერმა მკაცრად გააკრიტიკა პოლონეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში