კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გადარჩენილი მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

10 ოქტომბერი 2021, 12:20 1031 ნახვა

უბედურ  შემთხვევას  ერთადერთი  გადარჩენილი ჰყავს და ეს 37 წლის ზვიად  თავდგირიძეა.  იგი მკურნალობის კურსს  კლინიკა „მედცენტში“ გადის. 

ახალგაზრდა მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.  ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, მოტეხილობა-მედიკოსები დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ. დაშავებულის ამოყვანა  ნანგრევებიდან მაშველებმა  11 საათის შემდეგ შეძლეს. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში