პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც უკიდურესად მძიმე - ექიმი

08 ოქტომბერი 2021, 22:43 1971 ნახვა

ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი თამარ მხატვარი აცხადებს, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა  არასტაბილურია, ფასდება როგორც  უკიდურესად მძიმე. ''პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება შესაბამისად ის კონტაქტური ვერ იქნებოდა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არის მდგომარეობა, როცა ადამიანი იმყოფება ზეწოლის ქვეშ და როგორც კი ეს მოიხსნება მდგომარეობა მძიმდება.  მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. შეჩერებულია  სისხლდენა ოპერაციული ჩარევით'' - განაცხადა თამარ მხატვარმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი