აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

08 ოქტომბერი 2021, 11:08 695 ნახვა

8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 105 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გარდაიცვალა 2 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 83 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 847 საიდანაც: 4 201 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 365, მძიმე პაციენტია 87, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25 პირი.

ბოლო 24 საათში კლინიკა დატოვა 21-მა პაციენტმა.

660 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 327 - თბილისში, 185 - აჭარაში. 16 986 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 60, ხოლო აჭარაში - 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 096 ადამიანი.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი