აჭარაში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 001 საიდანაც: 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 348, მძიმე პაციენტია 96, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 26 პირი.
623 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 307 - თბილისში, 18 - აჭარაში. 15 301 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 52, ხოლო აჭარაში - 0.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 613 ადამიანი.