კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმის 33-ე ბაღი დროებით დაიხურა 

06 ოქტომბერი 2021, 10:49 2696 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბათუმის 33-ე ბაღი დაიხურა. სააღმზრდელო პროცესი ორი კვირის შემდეგ განახლდება. ბათუმის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ვირუსი დაუდასტურდა ორ ბავშვს. ისინი სხვადასხვა ჯგუფში სწავლობდნენ. 

ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, მცირეწლოვანს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, კვლევის შემდეგ კი დადებითი პასუხი მიიღეს. 

ჯონი საბაშვილის თქმით, ბაღის თანამშრომლები ვაქცინირებულები არიან. სწავლის დაწყებამდე კი ჩაუტარდათ ტესტირებაც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორი დღის წინ განახლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი