ხელვაჩაური ერთ-ერთია იმ ოლქებში შორის, სადაც მერის ბედი მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს,რადგან 2 ოქტომბერს 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა გადალახა. ახლა ერთმანეთს პაექრობას ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები გაუწევენ. ყველაფერი იმ ორ მაჟორიტარულ ოლქზეა დამოკიდებული, რომლებშიც გამარჯვებულები პირველ ტურში ვერ გამოვლინდნენ. წინასწარი მონაცემებით, ორივე ოლქში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობდნენ. ხელვაჩაურში 8 მაჟორიტარული მანდატია, მათგან 5 სახელისუფლებო პარტიამ, ერთი კი ოპოზიციამ მოიგო. ქედის საკრებულოში უმრავლესობა 14 წევრით „ქართული ოცნება“ იქნება წარმოდგენილი. ხოლო ოპოზიციას ექვსი მანდატი ექნება.