მინდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივულოცო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ჩვენ ვლიდერობთ ეგზიტპოლის შედეგებით - თორნიკე რიჟვაძე

30 ოქტომბერი 2021, 20:38 1521 ნახვა

მინდა ჩვენს ქვეყანას და ხალხს მივულოცო გამარჯვების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ვლიდერობთ ეგზიტპოლის შედეგებით - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეგზიტპოლების შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა.

"უნდა დაველოდოთ ცესკოს შემაჯამებელ ოქმებს და დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც ჩატარდა მეორე ტური დამაჯერებელი გამარჯვება გაფორმდება და ჩვენი არჩეული მერები გააგრძელებენ ხალხის სამსახურს და მუნიციპალიტეტების მშვიდ და სტაბილურ განვითარებას.

დღეს იყო არაერთი მცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომ გარკვეულწილად ჩრდილი მისდგომოდა საარჩევნო პროცესებს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არც ერთი ამომრჩევლის ნების გამოხატვას არ შექმნოდა საფრთხე, ყველამ შესძლო არჩევნებზე მისვლა და მინიმალური ინციდენტებით ჩაიარა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი