ეუთო/ოდირის შემაჯამებელი პრესკომფერენცია

03 ოქტომბერი 2021, 15:16 663 ნახვა

„2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარგად მართული იყო, მაგრამ ის გაიმართა კრიზისის ფონზე და პერიოდში, რომელიც ხასიათდებოდა მკვეთრი პოლარიზაციით“, - აცხადებს ეუთო/ოდირის საარჩევნო - სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ალბერტ იონსონი.

„ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული იყო ბრალდებები, რომლებიც უკავშირდებოდა დაშინებას, ხმების მოსყიდვას, კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინებასა და არათანაბარ გარემოს. საარჩევნო მზადების პროცესი გახლდათ გამჭვირვალე და პროფესიონალურად მართული. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეროვნულ პრობლემებზე. მრავალფეროვანი მედიალანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული. ამბები მცირე ანალიტიკურ ჭრილში შუქდებოდა “, - აღნიშნა ალბერტ იონსონმა.

მისივე თქმით, ხდებოდა შერჩევითი გაშუქება, რამაც შეზღუდა ამომრჩევლის უფლება, რომ გაეკეთებიათ ინფორმირებული არჩევანი. ასევე დაშინების შემთხვევებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები გახდა შეშფოთების საგანი.

"საარჩევნო კამპანიის დროს ფიქსირდებოდა ქალების დაბალი წარმომადგენლობა, რამაც აჩვენა, რომ საჭიროა მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რათა იყოს უზრუნველყოფილი ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკაში. 

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭვირვალედ მიუხედავად მცირე პროცედურული დარღვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში"- განაცხადეს სადამკვირვებლო მისიაში.

მათივე შეფასებით, არჩვენების დღეს აღინიშნებოდა ცალკეული ძალადობის ინციდენტები.

"ზოგადად კამპანია იყო კონკურენტუნარიანი და წყნარი, თუმცა დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს, რომლებიც უფრო გაძლიერდა საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად. ადგილი ჰქონდა აგრესიულ რიტორიკას განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში"-განაცხადა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა.

მათივე განცხადებით, ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების ჩართულობას კამპანიაში, რამაც მმართველ პარტიას მისცა არასათანადო უპირატესობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში